ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის (GTC) ტექნიკური დახმარებისა და კვლევების ფარგლებში“, გრანტის სახით, 5 750 000 ევროს გამოუყოფს.
თანხა საქართველოს საგზაო ქსელის ხარისხის და უსაფრთხოების დონის ამაღლებას მოხმარდება, რაც მოიცავს მგზავრობის პირობების გაუმჯობესებას, გადაადგილების დროისა და ავტოტრანსპორტის საოპერაციო და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებას, სახელმწიფო საგზაო ქსელზე უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას, პროექტის მომზადებისა და განხორციელებისთვის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, მათ შორის საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებებს.
“გრანტის სრული მოცულობიდან, სავარაუდოდ, 150,000 ევრო მოხმარდება EIB-ის მიერ დასაფინანსებელი პროექტებისთვის აუცილებელი გარემოსდაცვითი და სოციალური კვლევების მომზადებას, 600 000 ევრო აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სიახლოვეს მდებარე პრიორიტეტული „შავი წერტილების“ შერჩევას (EIB-ს მიერ დაფინანსებული პროექტების სიახლოვეს), ხოლო 5 მილიონი ევრო – იმ გარე ექსპერტების მხარდაჭერას, რომლებიც დაეხმარებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტს EIB-ის მიერ დაფინანსებული და ტრანსევროპულ ქსელში (TEN-T) შემავალი ან მასთან დამაკავშირებელი საგზაო პროექტების მართვასა და განხორციელებაში”, – განმარტავენ საავტომოილო გზების დეპარტამენტში.