ოზურგეთელი ლუკა ფიფია 20-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია. ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფიფია ჩემპიონი 82 კგ წონით გატეგორიაში გახდა.
ოზურგეთელმა მოჭიდავემ ფინალში გიორგი ალადაშვილი 5-2 დაამარცხა.
მწვრთნელი – კახაბერ აბაშიძე.
საქართველოს ჩემპიონატი ხაშურში გაიმართა.






































































