“ქართლის ამბების” ინფორმაციით, ხაშურში თხრილში ადამიანი ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ 13 მაისს მოხდა.
შსს – ს ცნობით, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წინასწარი ინფორმაციით, მიწა ჩაიშალა და თხრილში წყალარინების პროექტზე მომუშავე დასაქმებული პირი ჩავარდა.


































































